მეორე ნეშტთა 21:18
17. და მოუჴდეს იუდას ზედა და ჰმძლავრობდეს და წარიღეს ყოველი საფასე, რაოდენი პოეს სახლსა შინა მეფისასა, და ძენი მისნი და ასულნი მისნი წარიყვანნეს. და არა დაურჩა მას ძეთაგან, გარნა ოქოზია, ხოლო უმრწამეს ძეთა მისთა.18. და ამის ყოვლისა შემდგომად დასცა უფალმან მუცლისა სენითა, რომლისა არა იყო კურნება.19. და იგუემებოდა დღითი დღე და ვითარცა მოიწია ჟამი დღეთა მისთა, მეორესა დღესა გამოვიდა ნაწლევი მისი სენითურთ და მოკუდა იგი სენითა მით ბოროტითა და არა ყო ერმან მან განღება პატივითა, ვითარცა განღება მამათა მისთა.
მეორე ნეშტთა თავი 21