მეორე ნეშტთა 22:8
7. და ღმრთისა მიერ იყო გარდაქცევა და მოსლვა ოქოზიასი იორამისა და მი-რა-ვიდა, განვიდა მის თანა იორამ იეუისა, ძისა ნამესისა, ცხებულისა უფლისა მიერ.8. და იყო, ვითარცა შურის-გებად იეუასა სახლსა ზედა აქაბისსა, პოვნა მთავარნი იუდასნი და ძმანი ოქოზიასნი, მსახურებდეს რა ოქოზიას და მოსწყჳდნა იგინი.9. და თქუა იეუ მოძიება ოქოზიასი და პოეს იგი, რამეთუ იკურნებოდა სამარიას შინა და მოიყვანეს იგი იეუასა და მოკლა იგი და დაფლეს იგი, რამეთუ თქუეს, ვითარმედ: ძე იოსაფატისი არს, რომელი ეძიებდა უფალსა ყოვლითა გულითა მისითა და არა ვინ იყო სახლსა ოქოზიასასა, რომელმანმცა განამტკიცა ძალი მეფობისა
მეორე ნეშტთა თავი 22