მეორე ნეშტთა 25:12
11. ხოლო ამასია განძლიერდა და წარიყვანა ერი თჳსი და წარვიდა ღელესა მარილთასა და მოსრნა მუნ ძენი სეირისნი ათი ათასი.12. და ათი ათასიცა ცოცხალი აღიპყრეს ძეთა იუდასთა და მოიყვანნეს იგინი მწვერვალსა მას კლდისასა და გარდააჭრნეს იგინი მწვერვალსა მას კბოდისასა და ყოველნი განსქდეს.13. ხოლო ძენი იგი ძლიერებისანი, რომელნი გარეწარიქცივნა ამასია და არა წარიყვანნა მის თანა ბრძოლად, დაესხნეს ქალაქებსა იუდასასა სამარიათგან ბეთრონამდე და მოსრეს მათ შორის სამ ათასი კაცი და წარიღეს ნატყუენავი მრავალი.
მეორე ნეშტთა თავი 25