მეორე ნეშტთა 25:14
13. ხოლო ძენი იგი ძლიერებისანი, რომელნი გარეწარიქცივნა ამასია და არა წარიყვანნა მის თანა ბრძოლად, დაესხნეს ქალაქებსა იუდასასა სამარიათგან ბეთრონამდე და მოსრეს მათ შორის სამ ათასი კაცი და წარიღეს ნატყუენავი მრავალი.14. და იყო შემდგომად მოქცევისა მის ამასიასა მოსრვისაგან ედომისა, მოიხუნა მათგან კერპნი იგი ძეთა სეითისთანი და დაიდგნა იგინი თავისა თჳსისა ღმერთად, მათ წინაშე თაყუანის-სცემდა და მათ უზორვიდა.15. და იყო რისხვა უფლისაჲ ამასიას ზედა და მოუვლინნა მას წინაწარმეტყუელნი და ჰრქუა მას: რასათჳს მოიძიენ კერპნი ერისანი მის, რომელთა ვერ განარინეს ერი მათი ჴელთაგან შენთა?
მეორე ნეშტთა თავი 25