მეორე ნეშტთა 26:21
20. და მიიქცა მისა მღდელი იგი მთავარი და სხუანი იგი და, აჰა ესერა, მას აჩნდა კეთროვნებაჲ შუბლსა მისსა და ასწრაფებდეს მას მღდელნი იგი გარდამოსლვად მიერ და თჳთ იგიცა ისწრაფდა გარდამოსლვად, რამეთუ ამხილა მას უფალმან.21. და იყო ოზია მეფე კეთროვან ვიდრე დღემდე სიკუდილისა მისისა და სახლსა შინა აფუთიოსისასა ჯდა განკეთროვნებული, რამეთუ განეშორა სახლისაგან უფლისა. და იოთამ იყო ძე მისი მეფობასა მისსა ზედა, და სჯიდა ერსა ქუეყანისასა.22. და სიტყუანი ოზიასნი პირველნი და შემდგომნი წერილ არიან ესაიას მიერ წინაწარმეტყუელისა, ძისა ამოსისა.
მეორე ნეშტთა თავი 26