მეორე ნეშტთა 27:5
4. ქალაქები აღაშენა მთასა იუდასასა და მაღნართა შინა საყოფლები და გოდლები.5. და ამან ჰბრძო მეფესა ძეთა ამონისთასა და განძლიერდა მის ზედა და მოსცემდეს მას ძენი ამონისნი წლითი წლად ასსა ტალანტსა ვერცხლსა, რომელ არს ასი ქანქარი და ასი ათასსა საწყავსა იფქლსა და ათი ათასსა ქრთილსა. ამას მოართმიდეს მას მეფე ამონ წლითი წლად პირველსა წელსა და მეორესა და მესამესა6. განძლიერდა იონათამ, რამეთუ განმზადნა გზანი მისნი წინაშე უფლისა ღმრთისა მისისა.
მეორე ნეშტთა თავი 27