მეორე ნეშტთა 32:14
13. არა უწყითა, რაოდენი ვყავთ მე და მამათა ჩემთა ყოველთა ზედა ერთა სოფლებისათა? ნუუკუე შეუძლეს წარმართთა ყოვლისა ქუეყანისათა განრინებად ერი თჳსი ჴელთაგან ჩემთა?14. ვინ ამათ ღმერთთა ნათესავთაგანმან, რომელნი მოსრნეს მამათა ჩუენთა? ნუუკუე შეუძლეს განრინებად ერი თჳსი ჴელთაგან ჩუენთა და ვითარმე შეუძლოს ღმერთმან თქუენმან განრინებად თქუენდა ჴელთაგან ჩემთა?15. აწ ნუ გაცთუნებნ თქუენ ეზეკია და ნუ მოსავ-გიქმნ თქუენ ესრესახედ და ნუ გრწმენინ მისი, რამეთუ ვერ შემძლებელ არს ღმერთი ყოველთა ნათესავთა და მეფობათა განრინებად ერი თჳსი ჴელთაგან ჩემთა და ჴელთაგან მამათა ჩემთასა, ეგრევე ღმერთმან თქუენმან ვერ გიჴსნნეს თქუენ ჴელთა ჩემთაგან
მეორე ნეშტთა თავი 32