მეორე ნეშტთა 34:21
20. და უბრძანა მეფემან ქელკიას და აქიკამს, ძესა საფანისასა, და აბდონს, ძესა მიქესასა, და საფანს მწიგნობარსა, და ასაიას, მონასა მეფისასა, და ჰრქუა მათ:21. მივედით და იკითხეთ ჩემთჳს უფლისაგან და ყოველთა დაშთომილთა ისრაჱლსა შორის და იუდასა სიტყუათა მათთჳს წიგნისათა, რომელი იპოვა, გულისწყრომა უფლისაჲ აღგზებული არს ჩემდა, რამეთუ არა ისმინეს მამათა ჩუენთა სიტყუაჲ უფლისაჲ ყოფად წერილისა მისებრ წიგნისა.22. და წარვიდა ქელკია და რომელთა-იგი უბრძანა მეფემან და მივიდეს ოლდასა წინაწარმეტყუელასა, ცოლისა სელემისა, ძისა თაკუათისა, ძისა სელლესისა, რომელი იყო მცველი მცნებათა. და ესე დამკჳდრებულ იყო იერუსალიმს მასანაინს შინა და ეტყოდეს მას მსგავსად სიტყჳსა ამის.
მეორე ნეშტთა თავი 34