მეორე ნეშტთა 5:7
6. და მეფემან სოლომონ, ყოველმან კრებულმან ისრაჱლისამან და მოშიშთა და რაოდენნი შემოკრებილ იყუნეს წინაშე კიდობნისა მის, დასწყუედდენ ზუარაკებსა და ცხოვარსა, რომლისა არა იყო რიცხჳ და არცა აღითვალოს სიმრავლისაგან.7. და შეიღეს მღდელთა კიდობანი იგი შჯულისა უფლისა და დადგეს იგი ადგილსა თჳსსა და დაბირსა მას საფასესა ტაძრისასა და წმიდასა მას წმიდათასა ქუეშე ფრთეთა ქერობინთასა.8. და განეპყრნეს ქერობინთა მათ ფრთენი მათნი ადგილსა მას კიდობნისასა. და ჰფარვიდეს ქერობინნი იგი კიდობანსა მას და აღსაღებელსა მას მისსა ზედა კერძო.
მეორე ნეშტთა თავი 5