მეორე ნეშტთა 6:16
15. რომელი დაუმარხე დავითს, მონასა შენსა, მამასა ჩემსა, რომელსა ეტყოდე მას და სთქუ, და იტყოდე პირითა შენითა, და ჴელითა შენითა აღასრულე, ვითარცა-ესე დღეს.16. და აწ ღმერთო, ღმერთო ისრაჱლისაო! დაუმარხე მონასა შენსა დავითს, მამასა ჩემსა, რომელსა ეტყოდე მას და სთქუ: არა მოაკლდეს კაცი შენი, მდგომარე ჩემ წინაშე და მჯდომარე საყდარსა ისრაჱლისასა, არამედ ძეთა შენთა დაიმარხნენ გზანი მათნი, რათა ვიდოდიან შჯულსა ჩემსა, ვითარცა-იგი ხჳდოდე შენ წინაშე ჩემსა17. და აწ, უფალო, ღმერთო ისრაჱლისაო, სარწმუნო იქმენინ სიტყუაჲ შენი, ვითარცა ეტყოდე მონასა შენსა დავითს.
მეორე ნეშტთა თავი 6