მეორე ნეშტთა 6:24
23. და შენ ისმინე ზეცით ზეცათა, და ჰყო და უსაჯო მონათა შენთა მოგებად უსჯულოსა მას და მიცემად გზანი მისნი თავსა მისსა, და განამართლო მართალი იგი და მიაგო კაცად-კაცადსა სიმართლისაებრ თჳსისა.24. და უკუეთუ იძლიოს ისრაჱლი წინაშე მტერთა მისთა, უკუეთუ შეგცოდონ შენ და მოიქცენ და აღგიარონ სახელითა შენითა, და ილოცვიდეს და გევედრებოდიან წინაშე შენსა სახლსა ამას.25. და შენ ისმინე ზეცით და მლხინებელ ექმენ ცოდვასა ერისა შენისა ისრაჱლისსა და მოაქციენ იგინი ქუეყანასა ამას, რომელი მიეც მათ და მამათა მათთა.
მეორე ნეშტთა თავი 6