მეორე ნეშტთა 7:2
1. ვითარცა აღასრულა სოლომონ ლოცვა ესე, ცეცხლი გარდამოჴდა ზეცით და შეჭამა მსხუერპლები იგი ყოვლად დასაწუელი, და დიდებამან უფლისამან აღავსო ტაძარი იგი.2. და მღდელთა მათ უფლისათა ვერ ეძლო შესლვად სახლსა უფლისასა მას ჟამსა შინა, რამეთუ აღავსო დიდებამან უფლისამან სახლი იგი.3. და ყოველნი ძენი ისრაჱლისანი ხედვიდეს გარდამომავალსა მას ცეცხლსა და დიდებაჲ უფლისაჲ იყო სახლსა მას ზედა. და დაეცნეს პირსა მათსა ზედა და თაყუანი-სცეს და აქებდეს უფალსა. აღუარებდით უფალსა, რამეთუ კეთილ, რამეთუ უკუნისამდე არს წყალობა მისი.
მეორე ნეშტთა თავი 7