მეორე ნეშტთა 9:10
9. და მოსცა მეფესა ასდაოცნი ტალანტნი ოქრო და სულნელი მრავალი ფრიად და ანთრაკი პატიოსანი და არა იყო ეგევითარი სულნელი, რომელი მოართუა დედოფალმან საბასმან მეფესა სოლომონს.10. და მონანიცა სოლომონისნი და მონანი ქირამისნი მოართმიდეს ოქროსა სოლომონს სოფერით და ძელსა ნაძჳსასა ანთრაკსა პატიოსანსა.11. და ქმნა მეფემან ძელითა ნაძჳსათა აღსავალი იგი სახლისა უფლისაჲ და სახლისა სამეფოსა ქნარები, ებნები გალობათა. და არასადა ხილულ იყო ეგევითარი ძელი, უპირატეს ქუეყანასა იუდასა.
მეორე ნეშტთა თავი 9