მეორე ნეშტთა 9:6
5. და ჰრქუა მან მეფესა: ჭეშმარიტ არს სიტყუა იგი, რომელი მესმოდა მე ქუეყანასა ჩემსა სიტყუათა შენთათჳს და სიბრძნისა შენისათჳს.6. და არა მრწმენა სიტყუათაგან მათთა, ვიდრე მოვედ და ვიხილე თუალითა ჩემითა, და არა მითხრეს მე ზოგიცა სიმრავლისა ამის სიბრძნისა შენისა, რამეთუ უფროს შევიძინე იგი აწ სმენად, რომელი მესმოდა მე პირველ.7. ნეტარ არიან კაცნი და ნეტარ არიან დედაკაცნი შენნი, და მონანი ესე შენნი, რომელნი დგანან მარადის შენ წინაშე, და ესმის სიბრძნე ესე შენი.
მეორე ნეშტთა თავი 9