მეორე სჯულისა 11:16
15. და მოგცეს შენ თივაჲ ველთაგან შენთა საზრდელად საცხოვართა შენთა, შჭამდეღა და განსძღებოდი.16. იგულე თავი შენი, ნუუკუე განსუქნე და განვრცნე და შესცთეს გული შენი და ჰმსახურებდეთ და თაყუანი-სცემდეთ ღმერთთა უცხოთა.17. და განრისხნეს უფალი გულისწყრომით თქუენ ზედა. და დაეყენნეს ცანი და არა გამოსცეს წვიმაჲ და ქუეყანამან არა გამოსცეს ნაყოფი თჳსი და წარწყმდეთ მსთუად ქუეყანისა მისგან კეთილთაჲსა, რომელ-იგი უფალმან მოგცეს თქუენ.
მეორე სჯულისა თავი 11