მეორე სჯულისა 12:26
25. არა შჭამო იგი, რათა კეთილი გეყოს შენ და შვილთა შენთა შენ თანა, რაჟამს ჰყო კეთილი და სათნოებაჲ წინაშე უფლისა ღმრთისა შენისა.26. ხოლო შესაწირავი იგი სიწმიდისა შენისაჲ და აღნათქუემი იგი შენი მოიღო ადგილსა მას, რომელ-იგი გამოირჩია უფალმან და შესწირო იგი მუნ.27. მსხუერპლი შენი ჴორცი იგი შესწირო საკურთხეველსა მას ზედა უფლისა ღმრთისა შენისასა, რამეთუ სისხლი იგი დააპკურო აღსავალთა მათ საკურთხეველისა ამის უფლისა ღმრთისათა და ჴორცი იგი შესჭამო.
მეორე სჯულისა თავი 12