მეორე სჯულისა 15:11
10. მიცემით მისცე მას, რავდენცა აკლდეს და არა შესწუხნე გულითა შენითა შემდგომად მიცემისა მის შენისა, რამეთუ ამისთჳს გაკურთხოს შენ უფალმან ღმერთმან შენმან ყოველთა მათ საქმეთა შინა შენთა და ყოველსა მას ზედა, რომელსა შეახო ჴელი შენი.11. რამეთუ არასადა მოაკლდეს ნაკლულევანისაგან, ამისთჳს გამცნებ შენ და გეტყვი: ჴსნით ჴსნილ-ყავ ჴელი შენი ძმისა მის შენისა ნაკლულევანისათჳს და გლახაკისათჳს, რომელი-იგი იყოს ქუეყანასა შენსა.12. უკუეთუ იყიდო ვინმე შენ ძმათა შენთაგანი თავისი სჯულის მონა ნასყიდი, ან მჴევალი ებრაელი, ანუ მამაკაცი, ანუ დედაკაცი, ექუს წელ გმსახუროს შენ და წელსა მას მეშვიდესა გამოავლინო იგი შენგან განთავისუფლებული.
მეორე სჯულისა თავი 15