მეორე სჯულისა 17:10
9. და მიხვიდე შენ მღდელთა მათ ლევიტელთა და მსაჯულნი იგი, რომელ იყვნენ მათ ჟამთა, და გამოიკითხონ სასჯელი იგი და გითხრან შენ განგებაჲ იგი სასჯელისა მის.10. და ჰყო მსგავსად სიტყვისა მის, რომელცა-იგი გითხრან შენ ადგილისა მისგან, რომელ-იგი გამოირჩია უფალმან და ეკრძალო მას ყოფად ყოვლისა მის მცნებისა სასჯელისაჲსა.11. რომელ-იგი შჯული შეგითხრა შენ და რაჲცა გასწაონ შენ, ჰყო შენ მსგავსად სიტყჳსა მის მათისა, რაჲცა-იგი გრქუან შენ, არა გარდააქციო შენ მარჯულ, არცა მარცხლ.
მეორე სჯულისა თავი 17