მეორე სჯულისა 19:2
1. უკეთუ მოსრვით მოსრნეს უფალმან ღმერთმან შენმან წარმართნი იგი, რომელთაჲ-იგი მოგცეს უფალმან ღმერტთმან შენმან ქუეყანაჲ იგი დამკვიდრებად. და დაეშენო შენ ქალაქთა მათთა და სახლთა მათთა.2. სამი ქალაქი გამოირჩია უფალმან თავისა შენისა ქუეყანისა მისგან, რომელი-იგი უფალმან ღმერთმან შენმან მოგცეს შენ.3. აღიწონე გონებასა შენსა გზაჲ იგი მისი და სამად ნაწილად განჰყო საზღვარი იგი მის ქუეყანისაჲ, რომელი-იგი უფალმან ღმერთმან შენმან მოგცეს შენ და განუყო შენ ნაწილად თითოჲ ქალაქი და იყოს იგი შესავედრებელად კაცისმკლველთა.
მეორე სჯულისა თავი 19