მეორე სჯულისა 19:5
4. და ბრძანებაჲ ესე იყოს კაცისა მკლველისა მის ზედა, რომელ-იგი მეოტ იქმნეს და შევარდეს ქალაქსა მას, განერეს.5. რომელმან მოკლას მოყუასი იშვით, არანებსით, არცა ზაკვით, არც ყოფილ იყოს გული მისი სიძულილით მისა მიმართ გუშინ, გინა თუ ძოღან. შე-თუ ვინმე-სრულ იყოს ტყესა შეშისა კრვად მოყუასისა თანა დაცემასა მას ცულისასა, განერეს ჴელთა მისთა და მახვილი იგი ეცეს მოყუასსა მას თჳსსა და მოკუდეს, ეგევითარი იგი ივლტოდის და შევარდეს ერთსა ქალაქთა მათგანსა,6. რათა არა მახლობელმან ვინმე მის სისხლისამან დევნა-უყოს მომკლველსა მას, განჴურვებითა მით გულისაჲთა ეწიოს მას და მოკლას, რამეთუ შორს იყოს გზაჲ მისი და იგი არა თანამდებ იყოს, რამეთუ არა მტერობით, ანუ სიძულილით იყო მისა მიმართ გუშინ, ანუ ძოღან.
მეორე სჯულისა თავი 19