მეორე სჯულისა 20:4
3. და თქუას: ისმინე, ისრაჱლო, თქუენ გამოსრულ ხართ, ეგრე, დღეს წყობად მტერთა მათ თქუენთა, ნუ და აღჴსნდებიედ გულნი თქუენნი, ნუცა გეშინინ მათგან, ნუ დაბრკოლდებიედ გულნი თქუენნი, ნუცა დაჰრიდებთ პირსა მათსა,4. რამეთუ უფალი ღმერთი თქუენ თანა არს, რომელი წინაგიძღვის თქუენ, რათა სძლოთ დაცემად მტერთა თქუენთა და განგარინნეს თქუენ ჴელთაგან მათთა,5. მერმე წარდგენ შჯულისმწიგნობარნი იგი, ეტყოდიან ერსა მას და ჰრქუან: ეშენოს თუ ვისმე კაცსა თქუენგანსა სახლი ახალი და სატფური არა ეყოს მას შინა, განვედინ ჩუენგან და მიიქეცინ მუნ სახიდ თვისა, ნუუკუე მოკუდეს წყობასა მას შინა და სხუაჲ კაცი მოვიდეს და სატფურ იყოს მას შინა.
მეორე სჯულისა თავი 20