მეორე სჯულისა 20:6
5. მერმე წარდგენ შჯულისმწიგნობარნი იგი, ეტყოდიან ერსა მას და ჰრქუან: ეშენოს თუ ვისმე კაცსა თქუენგანსა სახლი ახალი და სატფური არა ეყოს მას შინა, განვედინ ჩუენგან და მიიქეცინ მუნ სახიდ თვისა, ნუუკუე მოკუდეს წყობასა მას შინა და სხუაჲ კაცი მოვიდეს და სატფურ იყოს მას შინა.6. და ესხას თუ ვინმე კაცსა რქაჲ და არღა ეხაროს მისგანი, წარვიდეს და მიიქცეს სახიდ თვისა, ნუუკუე მოკუდეს წყობასა მას შინა, და სხუაჲ კაცი მოვიდეს და იხარებდეს მას.7. და ეთხოვოს თუ ვისმე კაცსა ცოლი და არღა შეერთოს, წარვედინ და მიიქეცინ სახიდვე თვისა. ნუუკუე მოკუდეს წყობასა მას და სხუამან კაცმან შეირთოს ცოლი იგი მისი.
მეორე სჯულისა თავი 20