მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

მეორე სჯულისა 21:2

1. იპოოს თუ ვინმე წყლული ქუეყანასა, რომელ-იგი უფალმან ღმერთმან შენმან მოგცეს შენ და არა ვინ უწყოდის, რომელმან წყლა იგი.2. გამოვიდეს ყოველი იგი მოხუცებული ქალაქისაჲ მის მსაჯულითურთ და მოზომონ ქალაქი იგი, რომელ-იგი იყოს გარემოჲს წყლულსა მას და რომელი ქალაქი ეხოს მას, გამოიბან ქალაქისა მისგან3. მოხუცებულთა მათ დიაკეული ერთი ზროხათაგან, რომელი არა შეხებულ იყოს უღელსა და არცა საქმე რაჲ ექმნას,
მეორე სჯულისა თავი 21
2. გამოვიდეს ყოველი იგი მოხუცებული ქალაქისაჲ მის მსაჯულითურთ და მოზომონ ქალაქი იგი, რომელ-იგი იყოს გარემოჲს წყლულსა მას და რომელი ქალაქი ეხოს მას, გამოიბან ქალაქისა მისგან

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

თავი ვ̂. ვითარმედ შჯული არა განამართლებს, არამედ ამხილებს და წყევასა შესთხევს, რომელი დაჰჴსნა ქრისტემან
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: ქრისტემან მოგჳყიდნა წყევისა მისგან შჯულისა და იქმნა ჩუენთჳს წყევასა ქუეშე, რამეთუ წერილ არს: წყეულ იყავნ ყოველი, რომელი დამოეკიდოს ძელსა (3,13).:

...ნდა სიკუდილისაგან, ეგრეთვე, ვინაჲთგან წყევისა თავს-დებაჲ ჯერ-იყო დაჴსნად წყევისა, ამისთჳს, რომელი-იგი ცოდვისა მიერ არა თანამდებ იყო წყევისა, ჯუარცუმისა იგი წყევაჲ ანაცვალა წყევასა ცოდვისა მის შჯულისა გარდასლვისასა, რამეთუ ძელსა დამოკიდებულისათჳსცა თქუმულ იყო: "წყეულ იყავნ ყოველი, რომელი დამოეკიდოს ძელსა" (), რაჲთა თავს-დებითა წყევასა მას ძელსა დამოკიდებისასა გამომიჴსნნეს ჩუენ წყევისაგან შჯულისა გარდასლვისა, და ესრეთ მიიტაცა პატიჟი ჩუენი, ვითარ-იგი თანამდებსა ვისმე სიკუდილისასა ენაცვალის ვინმე სიკუდიდ, ყოვლად არათანამდები სიკუდილისაჲ.

მოციქულისაჲ: რაჲთა წარმართთა მიმართ კურთხევაჲ იგი აბრაჰამისი იყოს ქრისტე იესუჲს მიერ (3,14).

თარგმანი: წყევასა მას ძელსა დამოკიდებისასა თავს-დებითა ქრისტემან კურთხევაჲ იგი, აბრაჰამის მიმართ აღთქუმული, დაუმკჳდრა, ვითარ-იგი თქუმულ იყო, ვითარმედ: ნათესავისა შენისა მიმართ იკურთხეოდიან ყოველნი წარმართნი, რომელი-ესე ჰურიათა არა შეეტყუების, რომელნი-იგი თანამდებ იყვნეს წყევასა მას შჯულისა გარდასლვისასა; და ვერვინ, თჳთ თანამდები წყევისაჲ, სხუათა მიმცემელ ექმნეს კურთხევისა. ვინაჲცა ცხად არს, ვითარმედ ქრისტე იყო ნათესავისაგან აბრაჰამისა შობილ, და მისსა მიმართ, ესე იგი არს — მისგან იკურთხნეს ყოველნი წარმართ...

სრულად ნახვა