მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

მეორე სჯულისა 23:1

1. კუდური და დუმაკ კუეთილი ნუ შეიწირვინ ტაძრად უფლისა.2. ძაღლისა სასყიდელი და სიძვისა სასყიდელი ნუ შეიწირვიედ ტაძრად უფლისა.
მეორე სჯულისა თავი 23
1. კუდური და დუმაკ კუეთილი ნუ შეიწირვინ ტაძრად უფლისა.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

საუბარი 41. „ეჩუენა ღმერთი აბრაჰამს მუხასა თანა მამბრისასა" (დაბ 18:1)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
2. ბოროტი მონა და სულიერი სარგებლის მოთხოვნა:

...სარგებლის აღება. რატომ და რისთვის? იმიტომ, რომ ამისგან ორივე დიდ ზიანს განიცდის. ერთს სიღარიბე ანადგურებს, ხოლო მეორეს სიმდიდრის გამრავლებასთან ერთად ცოდვებსაც უმრავლებს. სწორედ ამიტომ თავიდანვე მისცა ღმერთმა გულქვა იუდეველებს ეს მცნება: „ნუ მოჰჴდი ძმასა შენსა აღნადგინებსა ვეცხლისასა" და მოყვასს შენს (). მაშ, რა გამართლების ღირსნი შეიძლება იყვნენ ისინი, ვინც სისასტიკით თავად იუდეველებსაც აღემატებიან, და მადლისმიერი გამოსყიდვისა და უფლის ასეთი დიდი კაცთმოყვარეობის შემდეგ, სჯულქვეშე მყოფებზე უფრო ქვემოთ და უარესნი აღმოჩნდებიან? ამავე დროს, სულიერ ნიჭებში უფალი აპირებს ჩვენგან სარგებლის მოთხოვნას. რატომ ასე? იმიტომ, რომ ეს სულიერი სარგებელი ნივთიერი სიმდიდრის სრული საწინააღმდეგოა. იქ, მოვალეს, ვისგანაც სარგებელს მოითხოვენ, მოულოდნელად უკიდურეს სიღარიბეში ჩააგდებენ; აქ კი, ვისგანაც სარგებელს ითხოვენ, თუ გონიერი ადამიანია, რაც მეტ სარგებელს გაიღებს, მით მეტ ზეციურ საზღაურს მიიღებს. მაშ, საყვარელნო, როცა ჩვენ თქვენს ხელში ვაწვდით ჩვენზე რწმუნებულ საუნჯეს, მაშინ თქვენ თითოეულმა უნდა გააორმაგოთ შრომა და სიფხიზლე — როგორც მიცემულის შესანახავად, რომ იგი მთელი და უვნებელი იყოს, ასევე საქმეში მოსახმარად, ესე იგი — სხვებსაც გადასცეთ და მრ...

სრულად ნახვა