მეორე სჯულისა 23:18
17. ასულთაგანი ისრაჱლისთაჲ, ნუ იქმნებინ როსპიკ და ნუცა იპოებინ მამაკაცი მეძავ ძეთაგანი ისრაჱლისთაჲ,18. ნუ შესწირავ შენ სასყიდელსა სიძვისასა, ნუცა ნაცვალსა ძაღლისასა სახიდ უფლისა ღმრთისა შენისა, ნუ შესწირავ ყოველსავე შინა აღნათქუემსა, რომელ აღგითქუას შენ, რამეთუ ბილწ არს წინაშე უფლისა ღმრთისა შენისა ორივე ეგე.19. ნუ მოჰჴდი ძმასა შენსა აღნადგინებსა ვეცხლისასა, ნუცა აღნადგინებსა საჭმლისასა,
მეორე სჯულისა თავი 23