16. რამეთუ ბილწ არს წინაშე უფლისა ღმრთისა შენისა, რომელი იქმს მაგას ყოველსა.17. მოიჴსენე შენ, რავდენი-რაჲ გიყოს შენ ამალეკ, რავდენი გიყო შენ მგზავრ.18. რაჟამს გამოხვიდოდე შენ ქუეყანით ეგჳპტით, ვითარ-იგი წინა აღგიდგენ შენ და მიგკუეთა ბოლოჲ იგი შენი მაშურალი და მადგინარი შემდგომად შენსა, ხოლო შენ გშიოდა და მაშურალ იყავ და მას არა შეეშინა უფლისა ღმრთისა შენისა.
მეორე სჯულისა თავი 25