მეორე სჯულისა 28:12
11. და განგამრავლოს შენ უფალმან ღმერთმან შენმან კეთილისა მიმართ. განმრავლნის ნაშობნი მცლისა შენისანი და ნაშობნი საცხოვართა შენთანი ქუეყანასა ზედა, რომელ-იგი ეფუცა უფალი მამათა მათ შენთა მიცემად შენდა.12. და აღგიხუნეს შენ უფალმან ღმერთმან შენმან საფასენი იგი კეთილნი ცათანი და მოსცეს წჳმაჲ ქუეყანასა შენსა ჟამსა შინა, მსთუაჲ და მცხუედი, და აკურთხნეს ყოველნი საქმენი ჴელთა შენთანი და ავასხებდე შენ ნათესავთა მრავალთა, ხოლო შენ არა ივასხებდე.13. და მსთავრობდე შენ ნათესავთა ზედა მრავალთა, ხოლო შენ ზედა არა ვინ მთავრობდეს და დაგამტკიცოს შენ უფალმან ღმერთმან შენმან მთავრად და არა ბოლოდ. და იყო შენ ზეშთა ყოველთა და არა ქუემო, ისმინნე თუ შენ მცნებანი უფლისა ღმრთისა შენისანი, რომელსა-ესე მე გამცნებ შენ დღესდღე დამარხვად და ყოფად მათა.
მეორე სჯულისა თავი 28