მეორე სჯულისა 29:18
17. იხილეთ თქუენ ყოველივე იგი სამსახურებელი ბილწებისა მათისაჲ, კერპნი იგი ძელისანი და ქვისანი, ვეცხლისა და ოქროჲსანი რომელ იყვნეს მათ თანა.18. ნუუკუე იყოს ვინმე თქუენგან მამაკაცი, გინა თუ დედაკაცი ნათესავთა შორის, ანუ თუ ტომთა, რომლისა გონებაჲ დრეკილ იყოს უფლისაგან ღმრთისა თქუენისა და შეუდგეს მსახურებასა კერპთა წარმართთასა.19. ნუუკუე იყოს ვინმე თქუენ შორის, რომლისა თანა აღმოცენებულ იყოს ძირი ნავღლისა და სიმწარისაჲ. და იყოს, ისმინნე თუ სიტყუანი წყევისანი ამის, დაიდვას გულსა შინა და რქუას: ესე უმჯობეს არს ჩემდა, საცთურსა თუ გულსა ჩემისასა მისდევდე მე და წარწყმდეს უცოდველი იგი ცოდვილისა თანა.
მეორე სჯულისა თავი 29