მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

მეორე სჯულისა 30:1

1. და იყოს, რაჟამს მოიწინენ შენ ზედა ყოველნი ესე სიტყუანი კურთხევისა და წყევისანი, რომელ-ესე მიგცე შენ წინაშე თქუენსა. შეიწყნარნე ეგენი გულსა შენსა ყოველთა შორის წარმართთა და მოიქცე შენ უფლისა ღმრთისა შენისა.2. და ისმინო ჴმისა ამისაჲ, რომელსა-ესე მე გამცნებ შენ დღესდღე და ჰყო იგი ყოვლითა გულითა შენითა და ყოვლითა გონებითა შენითა.
მეორე სჯულისა თავი 30
1. და იყოს, რაჟამს მოიწინენ შენ ზედა ყოველნი ესე სიტყუანი კურთხევისა და წყევისანი, რომელ-ესე მიგცე შენ წინაშე თქუენსა. შეიწყნარნე ეგენი გულსა შენსა ყოველთა შორის წარმართთა და მოიქცე შენ უფლისა ღმრთისა შენისა.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

ჰომილია 16
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
1.:

...მით უფრო ტიმოთეს შესახებ არც მოერიდებოდა და არც შერცხვებოდა. მაგრამ მამასა და ძეს სამართლიანად იღებს მოწმებად; ხოლო რჩეულ ანგელოზებს რის გამო? დიდი მოწყალების გამო; რადგან მოსეც ასე ამბობს: „მოწამეს-ვჰყოფ დღეს ცასა და ქუეყანასა“ (), მეუფის დიდი მოწყალების გამო; და კვლავ: „ისმინეთ ბორცუთა მსჯავრი უფლისაჲ და ღელეთა საფუძველთა ქუეყანისათა“ (). მამასა და ძეს კი ნათქვამის მოწმეებად უხმობს, რათა მომავალ დღეს მათ წინაშე თავი იმართლოს, თუ რამე ჯეროვანის საწინააღმდეგოდ მოხდეს, თითქოს მთელი პასუხისმგებლობა თავიდან მოიხადა. ამბობს: „რაჲთა-ესე დაიმარხო თჳნიერ ორგულებისა, ნურარას ჰყოფ თუალთ-ღებით“ (). ესე იგი, რათა ყველასათვის საერთო და თანასწორი იყო განსაკითხავთა მიმართ, იმათ მიმართ, ვინც შენ წინაშე განიკითხებიან, რათა არავინ დაგასწროს და წინასწარ თავისკენ არ მიგიმხროს.

ვინ არიან რჩეული ანგელოზები?...

სრულად ნახვა