მეორე სჯულისა 31:13
12. კრებულისა ერისათა მამებისა და დედებისათა, რომელ იყოს ქალაქთა შინა შენთა, რათა ესმოდის და შეისწაონ შიში იგი უფლისა ღმრთისა თქუენისა და ისმინონ და ყონ ყოველი იგი სიტყუაჲ, რომელ წერილ არს წიგნსა მას შჯულისასა.13. და შვილთაცა მათთა, რომელთა არა იცოდიან, ისმინონ და შეისწაონ შიში უფლისა ღმრთისა თქუენისაჲ ყოველთა დღეთა ცხორებისა მათისათა, რავდენ ცხონდენ ქუეყანასა მას ზედა, რომლისათჳს-ეგე თქუენ წიაღხუალთ იორდანესა დამკჳდრებად მისა.14. მერმე სიტყუად იწყო უფალმან მოსესა და ჰრქუა: ესერა, მოახლებულ არიან დღენი სიკუდილისა შენისანი, მოუწოდე ისოს და დაადგინე იგი კაცთა ზედა კარვისა მის საწამებელისათა და ვამცნებდე მას. და მივიდეს მოსე და ისო კარავსა მას საწამებელისასა და დადგეს კართა თანა კარვისა მის საწამებელისათა.
მეორე სჯულისა თავი 31