მეორე სჯულისა 31:20
19. და აწ დაწერენით სიტყუანი ესე ამის გალობისანი და დაასწავლენით ძეთა მათ ისრაჱლისათა და შეასწავენით იგინი პირსა მათსა, რათა იყოს გალობაჲ ეგე საწამებელად ძეთა მაგათ შორის ისრაჱლისათა.20. რაჟამს შევიყვანენ იგინი ქუეყანასა მას კეთილსა, რომელ-იგი ვეფუცე მამათა მათ თქუენთა, რომელსა გამოსდის სძე და თაფლი, ჭამონ და განძღენ და მიიქცენ კერპთა მათ მიმართ უცხოთა და ჰმსახურებდენ მათ და განმარისხონ მე და გარდაჰჴდენ მცნებათა მათ შჯულისა ჩემისათა.21. და იყოს, რაჟამს პოვნენ იგინი ჭირთა ბოროტთა და ძჳრთა და აღუდგეს წინაშე პირსა მათსა გალობაჲ ესე საწამებელად ჩემდა. და არა დავიწყებულ იყოს ეს პირისაგან ნათესავისა მათისა, რამეთუ მე უწყი უკეთურებაჲ იგი მათი, რომელსა-ეგე იქმან დღეს, ვიდრე არღა შემიყვანებიან ეგენი ქუეყანასა მას კეთილსა, რომელ-იგი ვეფუცე მამათა მათთა.
მეორე სჯულისა თავი 31