მეორე სჯულისა 31:27
26. მიიღე წიგნი ესე მცნებათა მათ შჯულისა მის უფლისათაჲ და შთადევ ეგე გუერდით კერძო კიდობნისა მის შჯულისა მის უფლისა და იყავნ ეგე თქუენ შორის საწამებელად,27. რამეთუ მე უწყი ზრზინებაჲ ეგე თქუენი და ქედფიცხელებაჲ ეგე თქუენი. რამეთუ მე, ესერა, ვიდრე ცოცხალღა ვარ დღეს, განამწარებთ უფალსა ღმერთსა თქუენსა, რავდენღა უფროჲს სიკუდილისა ჩემისა ჰყოთ ესე თქუენ.28. აწ შემოკრიბე ჩემ წინაშე მთავრები იგი თქუენი და მღდელნი თქუენნი და მსაჯულნი თქუენნი და მწიგნობარნი იგი განმგებელნი თქუენნი, რათა ვეტყოდი ყურთა მათთა სიტყუათა ამათ და დავდვა აღთქუმა ესე ჩემი მათ თანა და მოწამე ვიყო მათ წინაშე ცაჲ და ქუეყანაჲ.
მეორე სჯულისა თავი 31