მეორე სჯულისა 4:32
31. რამეთუ უფალი ღმერთი მოწყალე არს, უფალმან ღმერთმან შენმან არა დაგაგდოს შენ, არცაღა წარგწყმიდოს შენ, არცა დაივიწყოს აღთქუმაჲ იგი მამათა შენთა, რომელ-იგი ეფუცა მათ.32. იკითხენით დღენი იგი პირველნი, რომელ-იგი თქუენსა წინა იყვნეს, ვინაჲთ დღითგან შექმნა ღმერთმან კაცი პირსა ზედა ქუეყანისასა და კიდითგან ცისაჲთ ვიდრე კიდედმდე მისა ყოფილ თუ სადამე არს მსგავსად სიტყჳსა ამის დიდისა,33. რომელ-ესე თქუენ გესმა, ესმა თუ რომელსამე ნათესავსა ჴმაჲ ღმრთისაჲ ცხოველისაჲ, ვითარ-იგი ეტყოდა შორის ცეცხლსა, რომელ-იგი გესმოდა შენ და სცხონდი.
მეორე სჯულისა თავი 4