მეორე სჯულისა 5:23
22. ამათ სიტყუათა ეტყოდა უფალი ყოველსა მას შესაკრებელსა ისრაჱლისასა მთასა მას შინა, შორის ცეცხლსა მას, და შორის ბნელსა მას არმურისა მის ნისლისა წყუდიადისასა, ჴმითა მაღლითა, და მერმე არღარა შესძინა სიტყუად. და დაწერა ესე ორთა ფიცართა ქვისათა და მომცა მე.23. და იყო, რაჟამს ისმინეთ თქუენ ჴმაჲ იგი სიტყუათა მათ უფლისათაჲ შორის ცეცხლსა მას, რამეთუ მთაჲ იგი აღგზებული ცეცხლითა აღატყდებოდა, მოხუედით ჩემდა ყოველი ეგე მთავრები ნათესავთა მაგათ თქუენთაჲ და მოხუცებული ერისა თქუენისაჲ და მარქუთა მე.24. აჰა, ესერა, გჳჩუენა ჩუენ უფალმან ღმერთმან დიდებაჲ იგი მისი და ჴმაჲ იგი მისი გუესმა ცეცხლით გამო დღესდღე და ვიხილეთ, ვითარცა ეტყოდა ღმერთი კაცსა და ცხონდა.
მეორე სჯულისა თავი 5