მეორე სჯულისა 9:3
2. ერსა დიდსა და ძლიერსა და კაცთა სრულთა ჰასაკითა, ძეთა მათ ენაკისთა, რომლისაჲ შენცა სადმე გესმინოს, ვითარმედ: ვინმცა წინა დაუდგა პირსა წინაშე ძეთა მათ აკიმისთა?3. არამედ უწყოდი შენ, რამეთუ უფალი ღმერთი შენი წინაგიძღვის შენ წინაშე პირსა შენსა, ვითარცა ცეცხლმან შემწველმან მოსრნეს იგინი და მან გარემიაქცინეს იგინი პირისაგან შენისა, აღჴოცნეს და წარწყმიდეს იგინი მსთუად, ვითარცა გეტყოდა თქვენ უფალი.4. ნუ იტყჳ გულსა შენსა, რაჟამს მოსრნეს უფალმან ღმერთმან შენმან წარმართნი იგი პირისაგან შენსა, ნუ იტყჳ, ვითარმედ: სიმართლისა ჩემისათჳს შემომიყვანა მე უფალმან დამკჳდრებად ქუეყანისა ამის, არამედ უკეთურებისათჳს წარმართთაჲსა მოსრნა იგინი უფალმან პირისაგან შენისა
მეორე სჯულისა თავი 9