მეოთხე მეფეთა 12:13
12. და გამომქანდაკებელთა მათ და გამომკვეთელთა ქვისათა სასყიდლად ძელისა და ქვათა გამოკუეთილთა აღსაშენებელად ბედეკისათჳს სახლისა მის უფლისა და მისცეს ყოველი იგი საჴმრად ტაძრისა მის.13. და რათა არა ქმნეს მისგან სახლსა მას უფლისასა კარები ვეცხლისა და სამსჭუალები და ტაბლები და ნესტვები და ყოველი ჭურჭელი ოქროსი და ყოველი ჭურჭელი ვეცხლისა და ვეცხლისა მის შეწირულისა სახლსა მას უფლისასა.14. არამედ მოქმედთა მათ საქმისათა მისცეს იგი აღსაგებელად სახლისა მის უფლისა.
მეოთხე მეფეთა თავი 12