მეოთხე მეფეთა 13:18
17. და თქუა: განუხვენით სარკმელნი ეგე, რომელ არიან მზისა აღმოსავალით კერძო. განახუნეს და ჰრქუა ელისე: სტყორცე. და სტყორცა და თქუა ელისე: ისარი ჴსნისა უფლისა მიერ და ისარი ჴსნისა წინაშე პირსა ასურთასა, დასცნე ასურნი აფეკს და მოასრულნე.18. და ჰრქუა მას ელისე: მოიხვენ ისარნი! და მოიხუნა და ჰრქუა მეფესა მას ისრაჱლისასა: სტყორცე ქუეყანასა! და სტყორცა მეფემან სამგზის და დააცადა.19. და დაწუხნა მას ზედა კაცი იგი ღმრთისა და თქუა: უკუეთუმცა ეც ხუთგზის, ანუ თუ ექუსგზის, მაშინმცა დასცნე ასურნი და მოასრულნე, ხოლო აწ სამგზის დასცნე ასურნი.
მეოთხე მეფეთა თავი 13