მეოთხე მეფეთა 13:24
23. და შეეწყალნეს იგინი უფალსა და წყალობა-ყო მათთჳს, და მოიხილა მათ ზედა აღთქმისა მისთჳს, რომელ აღუთქვა აბრამს, ისაკს და იაკობს, და არა უნდა უფალსა განრყუნა მათი და არა განსთხივნა იგინი პირისაგან თჳსისა.24. და მოკუდა აზაელ, მეფე იგი ასურთა, და მეფობდა ადერ, ძე მისი, მის წილ.25. და მივიდა იოას, ძე იოაქაზისი, და უკუმოიპყრნა ქალაქნი იგი ჴელთაგან ადერისთა, ძისა აზაელისთა, რომელ მიუღო ჴელთაგან იოაქაზისთა, მამისა მისისათა. ბრძოლასა მას შინა სამგზის დასცა იოას ადერი მსგავსად სიტყჳსა მის უფლისა და მიაქცივნა ქალაქნი იგი ისრაჱლისანი და ყოველი, რაცა მიეღო.
მეოთხე მეფეთა თავი 13