მეოთხე მეფეთა 14:25
24. და ქმნა ბოროტი წინაშე უფლისა და არა განეშორა ყოველსა მას ცოდვასა იორობოამისასა, ძისა ნაბატისასა, რომელმან-იგი აცთუნა ისრაჱლი.25. მოიპყრა საზღვარი ისრაჱლისა შთასავალთა მათგან ემათისთა ვიდრე ზღუადმდე არაბიასა მსგავსად სიტყჳსა მის უფლისა ღმრთისა ისრაჱლისა, რომელსა იტყოდა ჴელითა მონისა თჳსისა იონა წინაწარმეტყუელისათა, ძისა ამასია გეთელისათა.26. რამეთუ იხილა უფალმან ურვა იგი ისრაჱლისა დიდი სიმწარისა და შემცირებულნი და ჭირვეულნი და ნაკლულევანნი და ჴუებულნი, და არა ვინ იყო შემწე ისრაჱლისა.
მეოთხე მეფეთა თავი 14