მეოთხე მეფეთა 16:2
1. წელსა მას მეათჩჳდმეტესა სუფევასა ფაკეს, ძისა რრომელისასა, მეფობდა აქაზ, ძე იოათამისი.2. ძე ოცდახუთის წლისა იყო აქაზ დადგომასა მისსა მეფედ. ათექუსმეტ წელ მეფობდა იერუსალჱმს და არა ქმნა სამართალი წინაშე უფლისა ღმრთისა, ვითარცა-იგი დავით, მამამან მისმან.3. და ვიდოდა გზათა იორობოამისთა, ძისა ნაბატისსა, მეფისა ისრაჱლისასა, ამან შვილნიცა თჳსნი შესთხივნა ცეცხლსა მსგავსად საძაგელებისა მის ნათესავთა მათ, რომელნი მოსპნა უფალმან პირისაგან ძეთა ისრაჱლისათა.
მეოთხე მეფეთა თავი 16