მეოთხე მეფეთა 17:32
31. და იაელთა ქმნეს აბელაზერი და ნებასი და თართაკი და სიფარუიმი, სადა-იგი დასწვიდეს ძეთა თჳსთა ცეცხლითა, ადრამელექსა და ამელექსა, ღმერთთა სეფრუიმისათა.32. და ეშინოდა უფლისაგან და დაიმკჳდრნეს საძაგელნი იგი თჳსნი სახლებსა მას მაღალთასა, რომელ ქმნეს სამარიას თჳთოეულად ნათესავთა და ნათესავთა მათ, რომელ დამკჳდრებულ იყუნეს (და ეშინოდა უფლისაგან და დაიდგნეს ქურუმნი თჳსად მაღალთა მათ).33. და ეშინოდა უფლისაგან და მსახურებდეს ღმერთთა მათ თჳსთა მსგავსად წესისა მის ნათესავთა მათ, რომელნი ღმერთმან მოსპნა მიერ.
მეოთხე მეფეთა თავი 17