მეოთხე მეფეთა 17:35
34. და ვიდრე დღენდელად დღედმდე ჰყოფენ იგინი მსგავსად წესისა მის მათისა და ეშინის უფლისაგან და ჰყოფენ მსგავსად სახისა მათისა და სამართლისა და შჯულისა და მცნებისა მის, რომელ ამცნო უფალმან ძეთა მათ იაკობისათა, რომელსა დასდვა სახელი ისრაჱლი.35. და აღუთქვა უფალმან აღთქმა და ამცნო მათ და ჰრქუა: ნუ შეიშინებით ღმერთთაგან უცხოთა და ნუ თაყუანის-სცემთ და ნუცა მსახურებთ მათ და ნუცა შესწირავთ მათ.36. არამედ უფალსა ღმერთსა, რომელმან გამოგიყვანნა თქვენ ქუეყანით ეგჳპტით დიდითა ძალითა და მკლავითა მაღლითა, მისგან გეშინოდენ და მას თაყუანის-ეცით და მისა შესწირვიდეთ.
მეოთხე მეფეთა თავი 17