...ლთა გულისთვის, ბევრის ცხონებას ინებებს. მაგრამ, რომ მცირერიცხოვან მართალთა გულისთვის ვთქვა? ხშირად, როცა ახლანდელ ცხოვრებაში ერთ მართალსაც ვერ პოულობს, გარდაცვლილთა სათნოების გულისთვის იწყალებს ცოცხალთ და ასე მოუხმობს: „და ზედამდგომელ ვექმნე ქალაქსა მაგას ჴსნად მაგისა ჩემთჳს და დავითისთჳს, მონისა ჩემისა" (). ისინი, ამბობს, ხსნის ღირსნი არ არიან და გაჭირვებისგან გამოხსნის არაფრით დაიმსახურეს, მაგრამ, რადგან ჩემი თვისებაა კაცთმოყვარეობის გამოჩენა და ყოველთვის მზად ვარ შეწყნარებისა და უბედურებისგან გამოხსნისთვის, ჩემთვის და ჩემი მონა დავითისთვის ხსნას მოვუტან. ამრიგად, ეს ადამიანი, ამდენი წლით ადრე რომ ამ ცხოვრებიდან წასულიყო, ცხონების მიზეზი ხდება იმ ადამიანებისთვის, ვინც თავისი უზრუნველობით იღუპებოდა. ხედავ უფლის კაცთმოყვარეობას — როგორ პატივს სცემს სათნოებით ბრწყინავ ადამიანებს, როგორ ამჯობინებს მათ და უპირისპირებს დანარჩენ ადამიანთა მთელ სიმრავლეს? ამიტომ პავლემაც თქვა: „იქცეოდეს ხალენებითა და თხის ტყავებითა ნაკლულევანნი, ჭირვეულნი, ძჳრ-ხილულნი, რომელთა ღირსვე არა იყო სოფელი ესე" (). მთელი ეს ქვეყანა, ამბობს, მთელი ქვეყნიერებითურთ, არ არის თანაბარი მათთან, ვინც ღვთისთვის ა...
მეოთხე მეფეთა 19:3
2. და წარავლინნა ელიაკიმ ეზოსმოძღუარი და სომნა მწიგნობართმოძღუარი და მოხუცებულნი მღდელთანი ძაძაჩაცმულნი ესაია წინაწარმეტყუელისა მიმართ ძისა ამოსისა.3. და ჰრქუა მას: ესრეთ იტყჳს ეზეკია: დღე ჭირისა და ურვისა არს დღე ესე, რამეთუ მოწევნილ არიან სალმობანი მუცელქმნილთანი და ვერ შობენ.4. ისმინოს ხოლო თუ ღმერთმან შენმან სიტყუაჲ იგი რაფსაკისი, რომელ მოავლინა იგი მეფემან ასურასტანისამან, უფალმან მისმან, შეურაცხებად ღმრთისა ცხოველისა და ყუედრებად სიტყუათა, რომელ ესმა უფალსა ღმერთსა შენსა, და ლოცვა-ყავ ნეშტთა ამათთჳს, რომელ დაშთომილ არიან.
მეოთხე მეფეთა თავი 19