მეოთხე მეფეთა 2:15
14. და მოიღო ხალენი იგი ელიასი, რომელ დაეცა მის ზედა და სცა წყალსა მას და არა განიპო და თქუა ელისე: სადა არს უფალი ღმერთი ელიასი აფფო? და სცა წყალსა მას მეორედ და განიპო ორად და წიაღჴდა ელისე ჴმელსა.15. და ვითარცა იხილეს ძეთა მათ წინაწარმეტყუელთასა, რომელნი იერიქოს იყუნეს, და თქუეს: დაადგრა სული ელიასი ელისესა ზედა! და მიეგებოდეს მას და თაყუანი-სცეს პირსა ზედა ქუეყანისასა.16. ჰრქუეს: აჰა, ესერა, არიან მონათა შენთა თანა კაცნი ერგასისნი, ძენი ძლიერებისანი, წარვიდენ და მოიძიონ უფალი შენი, ნუუკუე აღიტაცა სულმან უფლისამან და დააგდო იგი იორდანესა ოდენ, ანუ ერთსა მთათაგანსა სადამე, ანუ ბორცუთაგანსა. და ჰრქუა ელისე: ნუ წარავლინებთ.
მეოთხე მეფეთა თავი 2