მეოთხე მეფეთა 2:3
2. და ჰრქუა ელია ელისეს: ჯედ შენ აქა, რამეთუ უფალსა მიუვლინებიე მე ბეთელადმდე. და ჰრქუა ელისე: ცხოველ არს უფალი და ცხოველ არს სული შენი! არა დაგიტეო შენ. და მივიდოდეს ბეთელად.3. და გამოეგებოდეს ძენი იგი წინაწარმეტყუელთანი, რომელ იყუნეს ბეთელს, შემთხუევად მათა და ჰრქუეს ელისეს: შენ უწყიმეა, რამეთუ დღეს აღამაღლებს უფალი უფალსა მაგას შენსა თავისაგან შენისა? და ჰრქუა მათ: უწყი მეცა, დუმენით.4. და ჰრქუა ელია ელისეს: ჯედ აქა, რამეთუ უფალსა მიუვლნებიე მე იერიქოდ. და ჰრქუა: ცხოველ არს უფალი და ცხოველ არს სული შენი! არა დაგიტეო შენ. და მივიდეს იერიქოდ.
მეოთხე მეფეთა თავი 2