მეოთხე მეფეთა 23:24
23. არამედ, ვითარ-ესე მეათურამეტესა წელსა მეფობასა იოსიასასა იყო ზატიკი იგი უფლისა იერუსალჱმს.24. და მუცლითმეზღაპრენი და მცნობელნი და თერაფინნი და ყოველი კერპები და ყოველი საძაგელები, რომელი იყო ქუეყანასა იუდასასა და იერუსალჱმს, და აღიღო მეფემან იოსია, რათა დაამტკიცნეს სიტყუანი სჯულისა წერილისა წიგნისანი, რომელი-იგი პოვა ქელკია მღდელმან სახლსა შინა უფლისასა.25. მსგავსი ამისი არავინ იყო მეფე უწინარეს მისა, ვითარ-ესე მოიქცა უფლისა ყოვლითა გულითა მისითა და ყოვლითა სულითა და ყოვლითა სიმტკიცითა ყოვლისაებრ სჯულითა მოსესითა და მისა შემდგომად არა აღდგა მსგავსი მისი.
მეოთხე მეფეთა თავი 23