მეოთხე მეფეთა 23:33
32. და ქმნა ბოროტი წინაშე უფლისა ყოვლისა მისებრ, ვითარცა ყვეს მამათა მისთა.33. და გარდაადგინა იგი ფარაო ნექაო, მეფემან ეგჳპტისამან, და წარიყვანა იგი დებლათად ქუეყანად ემათისა, რათა არა მეფობდეს იგი იერუსალიმს და დასდვა ხარკი ქუეყანასა მას ასი ტალანტი ვეცხლისა და ათი ტალანტი ოქროსა.34. და მეფედ დაადგინა ფარაო ნექაო მათ ზედა ელიაკიმ, ძე იოსიასი, მეფისა იუდასი, იოსიას წილ, მამისა მისისა, და დასდვა მას სახელი იოაკიმ, ხოლო იოაქაზ წარიყვანა და შეიყვანა ეგჳპტედ. და მოკუდა იგი მუნ.
მეოთხე მეფეთა თავი 23