მეოთხე მეფეთა 3:24
23. და მიმართეს ბანაკსა მას ისრაჱლისასა და აღდგეს ისრაიტელნი და დასცეს მოაბი და ივლტოდეს პირისგან მათისა და შეუდგეს და მოსრვიდეს მოაბსა.24. და ქალაქნი მათნი დაამჴუნეს და ყოველივე ნაწილი კეთილი კაცად-კაცადმან ქვითა აღმოავსო და ყოველივე თავი წყაროთა აღმოავსეს ქვითა და ყოველი ხე შუენიერი დასცეს და არა დაუტევეს ქვა ქვასა ზედა ზღუდეთა მათთა. და გარემოადგეს მას შურდულოსანნი და დასცეს იგი.25. და იხილა იგი მეფემან მოაბისამან, რამეთუ განძლიერდა მის ზედა ღუაწლი იგი, მიმართა შჳდასითა კაცითა მახჳლოსანითა მიწევნად მეფისა მის ზედა ედომისასა და ვერ შეუძლო.
მეოთხე მეფეთა თავი 3