მეოთხე მეფეთა 3:4
3. ხოლო ცოდვასა მას იორობოამისასა, ძისა ნაბატისასა, რომელმან აცთუნა ისრაჱლი, შეუდგა და არა განეშორა მათგან.4. და ამოს, მეფე მოაბისა, იყო ნოკედს და მოსცემდა ხარკსა მეფესა მას ისრაჱლისასა და ასი ათასსა კრავსა და ასი ათასსა ვერძსა ურისველსა.5. და იყო, შემდგომად სიკუდილისა მის აქაბისსა და განუდგა მეფე იგი მოაბისა მეფესა მას ისრაჱლისასა.
მეოთხე მეფეთა თავი 3