მეოთხე მეფეთა 4:42
41. და თქუა ელისე: მოიღეთ ფქვილი და შთაასხით ქვაბსა მაგას და შთაასხეს და ჰრქუა ელისე გეეზის, მსახურსა მას თჳსსა: დაუგე ერსა მაგას და ჭამონ. და არა იქმნა ვნება ქვაბისა მისგან.42. და გამოვიდა კაცი ერთი ბეთსაისით და მოართვა კაცსა მას ღმრთისასა პური პირველ ნაყოფთა ჴუეზა ქრთილისა და ეტერი ფიჩჳთა. და თქუა ელისე: დაუგეთ ერსა მაგას და ჭამონ.43. და თქუა მსახურმან მან მისმან: რა ვისმე ეყოს ესე წინაშე ასსა მაგას კაცსა? და ჰრქუა ელისე: დაუგე ერსა მაგას და ჭამონ, რამეთუ ესრე იტყჳს უფალი: ჭამონ და დაუშთეს ნეშტი.
მეოთხე მეფეთა თავი 4